ევრო 2024 | ბელგიის ნაკრების 15-მატჩიანი წაუგებელი სერია სლოვაკეთმა შეწყვიტა [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2024 | ბელგიის ნაკრების 15-მატჩიანი წაუგებელი სერია სლოვაკეთმა შეწყვიტა [ვიდეო] #1TVSPORT

E ჯგუფის ფავორიტმა, ბელგიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ბევრისთვის მოულოდნელად დაიწყო – მატჩის პირველივე წუთებზე დაცვაში უხეში შეცდომით სლოვაკებმა კარგად ისარგებლეს და 1:0 დაწინაურდნენ. დიდი მცდელობის მიუხედავად, ბელგიამ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა.

 

 

  • ბელგიის ნაკრებმა სლოვაკეთთან 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ბოლოს ისინი 2022 წლის 27 ნოემბერს მუნდიალზე მაროკოსთან დამარცხდნენ.
  • ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, დომენიკო ტედესკოსთვის ეს პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირია მწვრთნელის რანგში. ამასთანავე, ის გახდა ბელგიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი (38 წლის) დიდ ტურნირზე და ამ მაჩვენებლით ჯეკ ბატლერის რეკორდი დაამხო, რომელიც 43 წლის იყო, როდესაც 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებს ედგა სათავეში.
  • რომელუ ლუკაკუ დიდ საფეხბურთო ტურნირებზე ბელგიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია, მას ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.
  • სლოვაკეთის ნაკრები ზედიზედ მესამედ მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატზე. დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მათი დებიუტი ევროზე 2016 წელს შედგა. Სლოვაკებმა პირველივე ევროზე ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და მერვედფინალში გერმანიასთან დამარცხდნენ (0:3).

 

7′ წუთი. საწყის წუთებზე ბელგიელებმა აქტიურად შეუტიეს, თუმცა სლოვაკეთმა თამაში მალევე დაალაგა და დაგვანახა, რომ კარგად ორგანიზებული გუნდია. მეშვიდე წუთზე მათმა პრესინგმა ბელგიელთა შეცდომა და შრანცის გოლი მოიტანა.

57′ წუთი. დიდი მცდელობის შემდეგ რომელუ ლუკაუმ სლოვაკეთის კარი აღო, თუმცა ვიდეორეფერიმ ოფსაიდი დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

86′ წუთი. ლუკაკუმ ოპენდას პასით მეორედ გაიტანა, თუმცა ამჯერადაც არ ჩაითვალა – შეტევისას ოპენდას ბურთი ხელზე მოხვდა.

სლოვაკეთის ნაკრები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. წინა შემთხვევებში სლოვაკებს თითო მოგება ჰქონდათ, ევრო 2016-ზე ეს ჯგუფიდან გასვლისთვის საკმარისი აღმოჩნდა, ევრო 2020-ზე – ვერა. ამჯერად სლავებს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვთ. მომდევნო ტურში ისინი უკრაინას ეთამაშებიან, ბელგია – რუმინეთს.