ევრო 2024 | ავსტრიული შეკრება დღეს დასრულდება - კვირკველია ისევ ინდივიდუალურად ემზადება #1TVSPORT
ევრო 2024 | ავსტრიული შეკრება დღეს დასრულდება - კვირკველია ისევ ინდივიდუალურად ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ავსტრიული შეკრება დღეს დასრულდება. 7 ივნისს ვილი სანიოლის გუნდმა გაინბერგში კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია საბა კვირკველიას, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

8 ივნისს საქართველოს ნაკრები გაინბერგში ბოლო ვარჯიშს გამართავს, რის შემდეგაც პოდგორიცაში გაემგზავრება, სადაც მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრა 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები

გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

მცველები

საბა კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარმცველები

გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

თავდასხმელები

გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩი

9 ივნისი | მონტენეგრო – საქართველო | 22:45

ევრო 2024

18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00