ევრო 2024 | ავსტრიულ შეკრებაზე „ჯვაროსნებს“ „ჯორჯია მიუნხენის“ მოთამაშეები ესტუმრნენ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ გუნდს ავსტრიული შეკრებაზე გერმანიაში ქართველების მიერ დაფუძნებული კლუბის, „ჯორჯია მიუნხენის“ მოთამაშეები ესტუმრნენ.
ეს კლუბი ბავარიის რეგიონულ ლიგაში თამაშობს და 2023/24 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა სტუმრებს ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი მაისური გადასცა და კლუბი სრული შემადგენლობით ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩზე მიიწვია.
„ჩვენი გუნდისთვის საამაყო დღე იყო. გვიმასპინძლა და დაუვიწყარი ემოციებით აგვავსო ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა. დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, განსაკუთრებით ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს ამ შესაძლებლობისთვის“, – ასე გამოეხმაურა FC Georgia München-ი ნაკრების დახვედრას.
FC Georgia München-ის ისტორიაში ვკითხულობთ, რომ ეს პირველი ოფიციალური ქართული საფეხბურთო კლუბია საქართველოს ფარგლებს გარეთ და დასრულებულ სეზონში დაკავებული პირველი ადგილით, ზედიზედ მეორედ გადავიდა შემდეგ ლიგაში.
Georgia München-ის პრეზიდენტი დიმიტრი გოგიაა, მთავარი მწვრთნელი გიორგი მარგიანი, ხოლო ჩემპიონატის ბომბარდირი 45 გატანილი გოლით შალვა გოგია გახდა. ეს მიუნხენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მოხდა, აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და ქართული დროშა აღიმართა.