ევრო 2023 | საქართველოს ნაკრების მეტოქეს, ნიდერლანდების ნაკრებს „აიაქსის“ მეკარე გამოაკლდა #1TVSPORT
ნიდერლანდელების ახალგაზრდულ ნაკრებს ევრო 2023-ზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ, „აიაქსის“ მეკარე ჯეი გორტერი ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას ნიდერლანდური საინფორმაციო სააგენტო De Telegraaf-ი ავრცელებს.
„ჯეი გორტერს „აბერდინთან“ იჯარა დაუსრულდა და „აიაქსში“ დარჩება, მეკარეს ოპერაცია ჩაუტარდა, იდაყვის ძვლის დაზიანების გამო ოპერაცია გაიკეთა და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, ახალი სეზონისთვის კი „აიაქსთან“ ერთად მოემზადება.
„აიაქსი“ აპირებს ჯეი გორტერის შენარჩუნებას და „აბერდინთან“ იჯარას არ გაახანგრძლივებს. გუნდის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, სვენ მისლინტატმა განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელის გაყიდვის და იჯარით წასვლის შესაძლებლობა გამორიცხულია.
ერედივიზიის ახალი სეზონისთვის მოსამზადელ ეტაპის გამო გორტერი არ იქნება ერვინ ვან დე ლოის გამოძახებულ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასთან, პორტუგალიასთან და საქართველოსთან ითამაშებს. მეკარემ გადაწყვიტა, გაიკეთოს იდაყვის ოპერაცია და მოსამზადებელ ეტაპამდე მომჯობინდეს“, – წერს ნიდერლანდური გამოცემა.
ჯერ გორტერს „აიაქსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ამსტერდამულ კლუბში მცირე დრო გაატარა. საქართველოს ნაკრები ევრო 2023-ის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებს 27 ივნისს მესამე ტურში დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.