ევრო 2023 - საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი და დავითაშვილი ითამაშებენ #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე საქართველოს U21 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას Geo team-ი ავრცელებს.
„მეცის“ თავდამსხმელი მეორე ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ვინც საქართველოს გასამართ ევრო 2023-ზე ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი ეროვნულ ნაკრებში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება, რომელსაც „ჯვაროსნები“ კვიპროსსა (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) გამართავენ.
ეროვნული ნაკრებიდან ახალგაზრდულში ითამაშებენ – გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი და ლუკა გაგნიძე.