ევრო 2023-ისთვის მზადება დაიწყო - ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველად ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.
21-წლამდელებმა 25-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშეს. ცნობილი გახდა, რომ ნაკრებს გაფართოებულ სიაში მყოფი სამი ფეხბურთელი დააკლდა. გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), გიორგი ლომთაძე (გაგრა) და ლუკა ხორხელი (სამგურალი) მიმდინარე საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობდნენ, თუმცა გუნდს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან.
რამაზ სვანაძის გუნდი 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატამდე, კვიპროსს უმასპინძლებს და ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩის შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს „დინამო არენაზე“ პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
U21 | გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).
მცველები: ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (ყველა – საბურთალო), სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, გიორგი მაისურაძე (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), მათე აბულაძე (სამტრედია), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი (ყველა – დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი, ნოდარ ლომინაძე (ორივე – სამგურალი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ცოტნე ფაცაცია (შუქურა ქობულეთი), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი).
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ლადო ჩიხრაძე (სამგურალი).
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს ბათუმი არენა უმასპინძლებს. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.
U21 | მატჩების განრიგი:
21 ივნისი, 20:00
საქართველო V პორტუგალია
24 ივნისი, 20:00
საქართველო V ბელგია
27 ივნისი, 20:00
საქართველო V ნიდერლანდები