ევრო 2023-ის ყველა მატჩი, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს #1TVSPORT
რუმინეთში გამართულ 21-წლამდელთა ევრო 2023-ის წილისყრის შემდეგ ცნობილი გახდა „ა“ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ის გუნდებიც, რომლებიც „ც“ ჯგუფის მატჩებს საქართველოში გამართავენ.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. თბილისი „ა“ ჯგუფის მასპინძელია, „ც“ ჯგუფის მატჩებს ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ.
ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს, ხოლო „მიხეილ მესხზე“ ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართება.
A ჯგუფის კალენდარი
21 ივნისი
„დინამო არენა“
საქართველო – პორტუგალია
„მიხეილ მესხი“
ნიდერლანდები – ბელგია
24 ივნისი
„დინამო არენა“
საქართველო – ბელგია
„მიხეილ მესხი“
ნიდერლანდები – პორტუგალია
27 ივნისი
„დინამო არენა“
საქართველო – ნიდერლანდები
„მიხეილ მესხი“
ბელგია – პორტუგალია
C ჯგუფის გუნდები (ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი) მატჩებს ბათუმის არენაზე და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავენ. ბოლო ტურში ჯგუფის ყველაზე საინტერესო შეხვედრას ინგლისისა და გერმანიის ნაკრებებს შორის, ისევე როგორც ფინალურ დაპირისპირებას, ბათუმის არენა უმასპინძლებს.
C ჯგუფის კალენდარი
22 ივნისი
ბათუმის არენა
ჩეხეთი – ინგლისი
ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“
გერმანია – ისრაელი
25 ივნისი
ბათუმის არენა
ჩეხეთი – გერმანია
ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“
ინგლისი – ისრაელი
28 ივნისი
ბათუმის არენა
ინგლისი – გერმანია
ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“
ისრაელი – ჩეხეთი