ევრო 2023-ის თასი მოგზაურობას იწყებს - პირველი გაჩერება ბათუმია #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოში მოგზაურობას იწყებს, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„პირველი გაჩერება ტურნირის მასპინძელი ქალაქი, ბათუმია. თასი ბათუმის ქუჩებს „კოკა-კოლას“ ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოივლის, შემდეგ კი ევროპის მოედანს მიადგება, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართება. გელით 26 მარტს, 19:00 საათიდან ერას მოედანზე“, – წერია სფფ-ს გავრცელებულ ცნობაში.
21-წლამდელ საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. მატჩებს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ. ჩვენი გუნდი A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ბათუმიდან საზეიმო ღონისძიებას პირდაპირ ეთერში აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.