ევრო 2023 I საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთები სალაროებშიც გაიყიდება #1TVSPORT
ევრო 2023 I საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთები სალაროებშიც გაიყიდება #1TVSPORT

ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენას სალაროებშიც შეძლებთ, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„დიდი საფეხბურთო დღესასწაული გვიახლოვდება! 14 ივნისიდან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენას სალაროებშიც შეძლებთ. უგულშემატკივრე საქართველოს და დაესწარი ყველაზე მასშტაბურ საფეხბურთო ღონისძიებას საქართველოში. სალაროები 11:00 საათზე გაიხსნება, ორი ბილეთის შეძენის შემთხვევაში, მესამეს საჩუქრად მიიღებთ“, – წერია სფფ-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პირველ ტურში 21 ივნისს პორტუგალიას შეხვდება, 24 ივნისს – ბელგიას. 27 ივნისს სვანაძის გუნდი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ყველა მატჩი „დინამო არენაზე“ შედგება და 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მატჩების განრიგი:

საქართველო – პორტუგალია
21 ივნისი, 20:00. „დინამო არენა“
საქართველო – ბელგია
24 ივნისი, 20:00. „დინამო არენა“
ნიდერლანდები – საქართველო
27 ივნისი, 20:00. „დინამო არენა“