ევრო 2023 I ბელგიელთა მწვრთნელი - საქართველოსთან გამარჯვებით ხელსაყრელ პოზიციაში აღმოვჩნდებით #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების ყოფილი მცველი ოლივიე დეშახტი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იქნება. ჟაკ მატისენთან ერთად, ის გუნდის 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაზე ოცნებობს. ამ გზაზე კი მას მთავარ მეტოქეებად ჯგუფში ნიდერლანდების და პორტუგალიის ნაკრებები მიაჩნია, საქართველოს კი მეორეხარისხოვან მეტოქედ თვლის.
„ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებისთვის 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატი იოლი გამოცდა არ იქნება. პირველ მატჩში ჩვენ შევხვდებით ნიდერლანდების ნაკრებს, რომლის მეკარე ბარტ ვერბრუგენიც ჯერ კიდევ „ანდერლეხტის“ მოთამაშეა.
მირჩევნია, რომ ის ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს. ის, რასაც მან ამ სეზონში „ანდერლეხტთან“ ერთად მიაღწია, გამორჩეულია და არ მიკვირს, რომ პრემიერლიგის კლუბების ყურადღებას მიიქცია.
პორტუგალიასთან მატჩიც რთული იქნება. ისინი უდავოდ კარგად არიან ინფორმირებულები, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ახლა პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებს. ის კი ბელგიელ ფეხბურთელებს კარგად იცნობს.
ბელგიის ნაკრებებში ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ მან კარგად შეისწავლა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ გვინდა, თავიდან ავირიდოთ რთულ ვითარება, მთავარია, არ წავაგოთ პირველი შეხვედრა ნიდერლანდებთან. ამის შემდეგ საქართველოსთან გამარჯვებით კი ხელსაყრელ პოზიციაში მოვხვდებით“, – განაცხადა დეშახტმა La Capitale-სთან ინტერვიუში.