ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანიზაცია (უეფა) განიხილავს ევრო 2020-ის დეკემბრისთვის გადადების საკითხს. ამით უეფა საშუალებას მისცემს ევროპულ ქვეყნებს – ზაფხულში დაასრულონ ეროვნული ჩემპიონატები. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „ტელეგრაფმა“.
იმის გამო, რომ დღეს მთელი ევროპა სპორტულ იზოლაციაში იმყოფება, 17 მარტს, უეფა-ს საგანგებო სხდომაზე განიხილავენ ევროპის ჩემპიონატისა და ევროთასების მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ პრესის ინფორმაციით, თავდაპირველად, უეფა ევრო 2020-ის გადატანას 2021 წლის ზაფხულში აპირებდა, ახლა შეიძლება განიხილონ ტურნირის ჩატარება 2020 წლის ბოლოსთვის.