ევრო 2020-ის შესარჩევი | საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2020-ის შესარჩევი | საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT

2016 წლის დასაწყისში „ჯვაროსნები“ სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩაიბარა, რომლის ხელმძღვანელობითაც ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა 8 ქულით (2 მოგება, 2 ფრე) მე-5 ადგილი დაიკავა.

ნაკრებმა მხოლოდ 2 მატჩი მოიგო გიბრალტართან, წინ გაუშვა შვეიცარია, დანია, ირლანდია, მხოლოდ გიბრალტარს გადაასწარო და ბოლოსწინა, მე-4 ადგილი დაიკავა.

 

შესარჩევის პარალელურად გაიმართა ერთა ლიგის გათამაშება, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება შეიძლებოდა. ჯგუფური ეტაპი, გიორგი ჩაკვეტაძის წინამძღოლობით, საქართველომ წარმატებით გაიარა – პირველი ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში ბელარუსი დაამარცხა, ხოლო ფინალში, თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა.

შესაბამისად, ევრო 2020-ზე მაკედონიელებმა ითამაშეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე

ევრო 1996
ქულა – 15, ბურთები – 14:13, ადგილი – 3

ევრო 2000
ქულა – 5, ბურთები 8:18, ადგილი – 6

ევრო 2004
ქულა – 7, ბურთები – 8:14, ადგილი – 5

ევრო 2008
ქულა – 10, ბურთები – 16:19, ადგილი – 6

ევრო 2012
ქულა – 10, ბურთები – 7:9, ადგილი – 5

ევრო 2016
ქულა – 9, ბურთები – 10:16, ადგილი – 5

ევრო 2020
ქულა – 8, ბურთები – 7:11, ადგილი – 4