ნიდერლანდელმა საფეხბურთო არბიტრმა ბიორნ კუიპერსმა კარიერა დაასრულა.
48 წლის მსაჯის კარიერაში ბოლო მატჩი გახდა ნიდერლანდების სუპერთასი, რომელშიც „ეინდჰოვენმა“ 4:0 გაანადგურა „აიაქსი“.
კუიპერსს ნამუშევარი აქვს მსოფლიოს ორ ჩემპიონატსა (2014 და 2018) და ევროპის სამ ჩემპიონატზე. 2018 წლის მსოფლიოს თასის ფინალში ის მეოთხე არბიტრი იყო, ევრო 2020-ის ფიnალში – მთავარი მსაჯი. 2011 წელს იმსაჯა ევროპის სუპერთასის მატჩი, ემსახურებოდა ევროპის ლიგის ფინალებს 2013 და 2018 წლებში, იყო 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი არბიტრი.