ევრო 2020-ის მონაწილეებს განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანა შეეძლებათ #1TVSPORT
ევრო 2020-ის მონაწილეებს განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანა შეეძლებათ #1TVSPORT

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა იმის შესახებ, რომ უეფა ნებას დართავს ევრო 2020-ში მონაწილე ნაკრებებს, საბოლოო განაცხადში 26 ფეხბურთელი შეიყვანონ.

დღეს მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს ტურნირზე 23-23 ფეხბურთელის წაყვანა შეუძლიათ.

წელს ევრო 2020 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.