ევრო 2008-ის შესარჩევი | საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2008-ის შესარჩევში საქართველომ მხოლოდ ერთ გუნდს, ამჯერად ფარერების ნაკრებს გადაასწრო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ამ შესარჩევშიც ჩაატარა დასამახსოვრებელი მატჩები:
შესარჩევი ციკლის გახსნით მატჩში სტუმრად ფარერების ნაკრები 6:0 დაამარცხა, ეტაპის მიწურულს, კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით, 2:0 სძლია იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერ შოტლანდიის ნაკრებს, რომელმაც ამ წაგებით, ფაქტობრივად, ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
ამ მატჩში გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 16 წლის ლევან ყენიამ ითამაშა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე
ევრო 1996
ქულა -15, ბურთები – 14:13, ადგილი – 3
ევრო 2000
ქულა – 5, ბურთები 8:18, ადგილი – 6
ევრო 2004
ქულა – 7, ბურთები – 8:14, ადგილი – 5
ევრო 2008
ქულა – 10, ბურთები – 16:19, ადგილი – 6
ევრო 2012
ქულა – 10, ბურთები – 7:9, ადგილი – 5
ევრო 2016
ქულა – 9, ბურთები – 10:16, ადგილი – 5
ევრო 2020
ქულა – 8, ბურთები – 7:11, ადგილი – 4