ევრო 2000-ის შესარჩევი | საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ნორვეგიასთან სტუმრად ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (102,3).
ჩვენი გუნდი ნორვეგიელებს ოფიციალურად პირველად 1999 წელს დაუპირისპირდა. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს (ნორვეგია, საბერძნეთი, სლოვენია, საქართველო, ალბანეთი) ქართველი გულშემატკივარი დიდი იმედით შეხვდა, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოსვლა შესარჩევ ეტაპებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში გრანდები არ მოხვედრილან.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე
ევრო 1996
ქულა -15, ბურთები – 14:13, ადგილი – 3
ევრო 2000
ქულა – 5, ბურთები 8:18, ადგილი – 6
ევრო 2004
ქულა – 7, ბურთები – 8:14, ადგილი – 5
ევრო 2008
ქულა – 10, ბურთები – 16:19, ადგილი – 6
ევრო 2012
ქულა – 10, ბურთები – 7:9, ადგილი – 5
ევრო 2016
ქულა – 9, ბურთები – 10:16, ადგილი – 5
ევრო 2020
ქულა – 8, ბურთები – 7:11, ადგილი – 4