ევრო 1996-ის შესარჩევი | საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე საქართველოს ნაკრები 1994 წლიდან თამაშობს. მას მერე დასკვნით ეტაპთან ყველაზე ახლოს 2020 წელს იყო, როცა ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკერდონიასთან დამარცხდა. ასევე ახლოს არიან „ჯვაროსნები“ ევრო 2024-თან. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საჭიროა ნახევარფინალში ლუქსემბურგის დამარცხება და ფინალში გამარჯვება.
გთავაზობთ ჩვენი გუნდის სრულყოფილ ისტორიას ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური თამაში ევრო 96-ის შესარჩევ ციკლში ჩაატარა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები (1994 წლის 7 სექტემბერს) მოლდოვასთან 0:1 დამარცხდნენ.
საქართველო ამ ჯგუფში (გერმანია, ბულგარეთი, უელსი, საქართველო, ალბანეთი, მოლდოვა) მე-3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს. ეს საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი წარმატებაა, რომელიც მხოლოდ 2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში გაიმეორა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე
ევრო 1996
ქულა -15, ბურთები – 14:13, ადგილი – 3
ევრო 2000
ქულა – 5, ბურთები 8:18, ადგილი – 6
ევრო 2004
ქულა – 7, ბურთები – 8:14, ადგილი – 5
ევრო 2008
ქულა – 10, ბურთები – 16:19, ადგილი – 6
ევრო 2012
ქულა – 10, ბურთები – 7:9, ადგილი – 5
ევრო 2016
ქულა – 9, ბურთები – 10:16, ადგილი – 5
ევრო 2020
ქულა – 8, ბურთები – 7:11, ადგილი – 4