ევლოევის შემცვლელი მოიძებნა - თოფურიასთან ბრძოლის სურვილი შარლ ჟორდენმა გამოთქვა #1TVSPORT
UFC-ის 22 იანვარს გასამართ ღონისძიებაზე ილია თოფურია მოვსარ ევლოევს უნდა შეხვედროდა.
კავკასიელების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან თოფურიაც და ევლოევიც დაუმარცხებელი მებრძოლები არიან.
რუსეთის მოქალაქე ინგუშ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა და სწორედ ეს გახდა თოფურიასთან დაგეგმილი ბრძოლის ჩაშლის მიზეზი.
თოფურია 22 იანვარს მაინც იჩხუბებს. ქართველთან ბრძოლის სურვილი კანადელმა შარლ ჟორდენმა გამოთქვა.
კანადელ სპორტსმენს საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს – 12 მოგება, 4 მარცხი და ერთი ფრე.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ოქტაგონზე 11-ჯერ გავიდა და გამარჯვება ამდენჯერვე იზეიმა.