ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი ასრულებს „შემოდგომის ყვავილებს“ - ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე

ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი ასრულებს „შემოდგომის ყვავილებს“. ორკესტრის დირიჟორია გოგი ჭიჭინაძე, კომპოზიტორი – ბიძინა კვერნაძე. ჩანაწერი მომზადებულია 2000 წელს.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.

ტელემუზეუმი

დატოვე კომენტარი