ევგენი კუჩერენკო უკრაინაში დაბრუნდა #1TVSPORT
ევგენი კუჩერენკო უკრაინაში დაბრუნდა #1TVSPORT

გორის „დილას“ მეკარე ევგენი კუჩერენკო უკრაინაში დაბრუნდა და „ჩერკასში“ ითამაშებს, – ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს.

სამენეჯერო ინტერნეტსააგენტოს ცნობით, 24 წლის კიპერის ტრანსფერი დღეს, 22 იანვარს განხორციელდა და უკრაინის პრემიერლიგის „ჩერკასში“ „დილას“ ყოფილი წევრის კონტრაქტი გაოფიციალურდა.

ევგენი კუჩერენკო ქართულ კლუბს 2023 წლის 24 თებერვალს კოვალივკას „კოლოსიდან“ შეუერთდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. სეზონის დასრულების შემდეგ მას გასდასვლას რამდენიმე კლუბი სთავაზობდა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდა მეკარე ბათუმის „დინამოში“ გადავიდოდა, მაგრამ საბოლოოდ მან მაინც სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა. მისი ამჟამინდელი კლუბი „ჩერკასი“ 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მეათე ადგილზეა.