ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი მოიზე კინი „ევერტონში“ გადავიდა, – იტყობინება ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
19 წლის ფეხბურთელთან გაფორმდა ხუთწლიანი კონტრაქტი. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 32 მილიონი ევრო შეადგინა. ასევე წერენ, რომ ტურინულ კლუბს რჩება იტალიელი ფეხბურთელის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება.
2018-2019 წლების სეზონზე კინმა შვიდი გოლი გაიტანა 17 მატჩში. ასევე მან იტალიის ნაკრებში სამ მატჩში ორი გოლი შეაგდო.