პრემიერლიგის ბინადარ „ევერტონს“ ახალი მფლობელები ჰყავს. ამიერიდან ლივერპულური კლუბის მეპატრონე ის კომპანია იქნება, რომელიც „რომას“ ფლობს.
ბოლო დროს, „ევერტონი“ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყო და მისი აწ უკვე ყოფილი მფლობელი ფარჰად მოშირი უკვე დიდი ხანია ახალ მყიდველებს ეძებდა.
ახლა, „ევერტონმა“ სოციალურ ქსელში ოფიციალურად გამოაცხადა, რომ Blue Heaven Holdings-მა და Friedkin Group-მა მიაღწიეს შეთანხმებას კლუბის საკონტროლო აქციების შეძენის შესახებ. ახლა, რჩება მხოლოდ ის, რომ გარიგებაზე დასტური მისცენ პრემიერლიგამ და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ.
„მოხარულები ვართ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ამ საკულტო საფეხბურთო კლუბის მფლობელები ვხდებით. მოუთმენლად ვლოდებით მომენტს, რათა ვუზრუნველყოთ კლუბის სტაბილურობა და მან გაიზიაროს ჩვენი ხედვა მომავალთან დაკავშირებით, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად ითვალისწინებს „ევერტონის“ ახალი სტადიონის მშენებლობას“, – აღნიშნეს Friedkin Group-ის წარმომადგენლებმა.
ამ მომენტისთვის „ევერტონი“ ბოლოსწინა ადგილზეა პრემიერლიგის ცხრილში.