ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სან პაულუდან საქართველოში დაბრუნდა #1TVSPORT
ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სან პაულუდან საქართველოში დაბრუნდა #1TVSPORT

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები, სან პაულუს მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში მათ სპორტის გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ჩვენმა გოგონებმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლეს.

ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ტურნირის ყველაზე პრესტიჟული გუნდური შეჯიბრება მოიგეს. ინდივიდუალურ გამოსვლებში კი ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მფლობელი ირმა ხეცურიანი გახდა. ხოლო კიდევ ორი მესამე ადგილი სხვადასხვა კატეგორიებში ნინა თიბილაშვილმა დაიკავა.