ეტლით ფარიკაობა | თიბილაშვილი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, ხეცურიანმა ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში ორი ქართველი პარასპორტსმენი – ირმა ხეცურიანი და ნინო თიბიაშვილი ფინალურ ბლოკში გადასასვლელად რეპეშაჟში ასპარეზობდნენ.
თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი დაძაბულ ბრძოლაში 15:14 დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.
ირმა ხეცურიანი ჩინელ ლანჟუ აოსთან დამარცხდა და შეჯიბრება მედლის გარეშე დაასრულა.