ეტლით ფარიკაობა | ნინო თიბილაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს 1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველი პარასპორტსმენი ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალში ჩინელ მოწინააღმდეგესთან 6:15 დამარცხდა.
რეპეშაჟში ნინო თიბილიაშვილი უკრაინელ ნატალია მორკვიჩს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე დღეს გამომსვლელი მეორე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.