ეთერ ლიპარტელიანმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში დღეს ძიუდოში გრანდ სლემმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ტურნირზე მხოლოდ 34 ქვეყნის 298 ძიუდოისტი იასპარეზებს, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული.
თელ-ავივის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ხუთი სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ვიხილეთ. ოთხი მათგანი კი თემურ ნოზაძე (60 კგ), ირაკლი კუპატაძე (60 კგ), ლაშა ნადირაძე (66 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) ტურნირს პირველივე შეხვედრებში გამოეთიშნენ.
57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ტურნირის ფინალში ფრანგ პრიშილა გნეტოს შეხვდა და მსაჯის გაურკვეველი გადაწყვეტილებით, შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე 13 წამით ადრე ყვითელი ბარათებით დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა შეჯიბრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ლიპარტელიანისთვის დიდი წარმატებაა.
შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა 2021 წელს, თელ ავივის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.