ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვება ეფექტური გდებით მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს მედლებისთვის ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) იბრძვიან.
ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც სერბი მარისა პერიშიჩი ეფექტური გდებით იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
რამდენიმე წუთით ადრე შეჯიბრი ასევე წარმატებულად დაიწყო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმაც. იგი პირველ ეტაპზე ისვენებდა, მე-2 წრეში კი შვეიცარიელ ნილს სტამპს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის შემდეგ, ტურნირზე საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდ არის.