ეთერ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ეთერ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში დღეს ძიუდოში გრანდ სლემმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ტურნირზე მხოლოდ 34 ქვეყნის 298 ძიუდოისტი იასპარეზებს, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული.

თელ-ავივის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ხუთი სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგანაც მეოთხედფინალში მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) იჭიდავებს. ოთხი მათგანი კი თემურ ნოზაძე (60კგ), ირაკლი კუპატაძე (60კგ), ლაშა ნადირაძე (66კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52კგ) ტურნირს პირველივე შეხვედრებში გამოეთიშნენ.

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ტურნირის მერვედფინალში იტალიელ მირიამ ბოის სძლია და მეოთხედფინალში ბრაზილიელ ტაიანე ლემოსს შეხვდება.

 

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა 2021 წელს, თელ ავივის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თელ-ავივის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.