ეთერ ასკილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო #1TVSPORT
დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ერთმა ქართველმა, ეთერ ასკილაშვილმა (63კგ) უკვე იასპარეზა და ტურნირი ნაადრევად დაასრულა. იგი პირველ წრეში ანგოლელ მუსუნგუისთან დამატებით დროში დამარცხდა.
დღეს მსოფლიო პირველობაზე კიდევ ერთი ქართველი, ტატო გრიგალაშვილი (81კგ) იჭიდავებს. ტატოს მეტოქე მაროკოლი მოუტი იქნება. ამ წონაში გამომსვლელი იაპონელი ტაკანორი ნაგასე B ჯგუფში ასპარეზობს და, შესაძლოა, ტატოს 1/2-ფინალში შეხვდეს. გრიგალაშვილის პრინციპული მეტოქე, ბელგიელი მატიას კასე კი C ჯგუფში გამოდის.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. ტურნირის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
დღევანდელი წინასწარი შეხვედრები11:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება.