ესტონური გამოცემა - კიტეიშვილის უთამაშებლობა ჩვენი ნაკრებისთვის კარგი ამბავია
ერთა ლიგის C2 ჯგუფში ესტონეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრაზე გამოცემა „სოკერნეტ ეესტმა“ წერილი გამოაქვეყნა და „ჯვაროსნებში“ ოთარ კიტეიშვილის ჩამოუსვლელობა მნიშვნელოვან ფაქტად შეაფასა.
„კორონავირუსმა ესტონეთთან თამაშის საშუალება არ მისცა ოთარ კიტეიშვილს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 2016 წელს ტალინში ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან თავისი ქვეყნის 21-წლამდელების კაპიტანი იყო. შემტევ ფეხბურთელს თბილისში გამგზავრებამდე მცირე ხნით ადრე კორონავირუსი ავსტრიულ კლუბის გრაცის „შტურმში“ გამოკვლევის შემდეგ დაუდასტურდა. ეს ნაკრების შეკრებამდე მოხდა და თანაგუნდელებთან კონტაქტის რისკი არ არსებობს. ეს კარგი ამბავია ესტონელებისთვის, რადგან გასული წლიდან კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მან ნაკრების ფორმით 12 მატჩი ჩაატარა“, – წერს გამოცემა.
ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთა ლიგის C2 ჯგუფის მატჩს 5 სექტემბერს ტალინში, „ლე კოკ არენაზე“, გამართავენ. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.