ესტონეთმა შემადგენლობა დაასახელა - საქართველოსთვის 26 მოთამაშე მოემზადება
ნოემბერში ესტონეთის ვაჟთა გუნდი სამ გასვლით მატჩს ჩაატარებს – 11 ნოემბერს, ფლორენციაში არტემიო ფრანკის სტადიონზე იტალიას ამხანაგურად შეხვდება, ხოლო და უეფას ერთა ლიგის მატჩებში ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიას (15 ნოემბერი) ესტუმრება, ხოლო შემდეგ – საქართველოს (18 ნოემბერს).
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა სიაში 26 მოთამაშე დაასახელა. შემადგენლობაშია ამერიკაში მოთამაშე ერიკ სორგა, რომლის გუნდიც „დი სი იუნაიტედი“ პლეი ოფშია და სეზონი შეიძლება შემდეგ შაბათ-კვირას დაასრულოს, მაგრამ შესაძლოა, შემდეგ ეტაპზე გავიდეს და ასეთ შემთხვევაში ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს.
ამჯერად გუნდს ტრავმის გამო სიიმ ლუტსი ვერ დაეხმარება. შეკრებაზე არ იქნება მატიას კიტე, რომელიც ოქტომბერში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ტვინის შერყევა აქვს. საუკეთესო პროგნოზით, კიტმა შეიძლება ვარჯიში ახალი კვირის დასაწყისში დაიწყოს და მისი მგზავრობა მიზანშეწონილი არ იქნება. ტრავმების გამო სიაში ასევე ვერ მოხვდა კენ კალასტე. ანრი აგნიე კვლავ დაშავებულია. თუ თავდამსხმელი გამოჯანმრთელდა და მზად იქნება სათამაშოდ, არის შანსი, რომ გუნდს დაეხმაროს. ოქტომბრის მატჩების შემდეგ, გუნდს ზენჯოვის გარდა, მეკარე მარკო მერიცი და ცენტრალური მცველები კაროლ მეცი და ჯონას ტამი დაემატნენ.
„ამ სიაში ნახავთ მოთამაშეებს, ვისზეც იმედი მაქვს ნოემბერში. ერთადერთი გამონაკლისი ერიკ სორგაა, რომელიც კლუბის შედეგებს ელის, მაგრამ ოფიციალური მოწვევა გავგზავნეთ კლუბში, რათა გარკვეული შედეგების შემთხვევაში, რაც შეიძლება შეუფერხებლად შემოგვიერთდეს. გუნდში იქნება სერგეი ზენიოვი და მისი გამოცდილება გუნდს ნამდვილად დიდ სარგებელს მოუტანს. ეს საბოლოო შემადგენლობა არ არის, რადგან ცვლილებები შესაძლებელია ტრავმების, მოგზაურობის შეზღუდვებისა და სხვა მიზეზების გამო”, – განაცხადა კარელ ვოოლაიდმა.
ესტონეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები
მარკო მეერიცი (ნიმე კალიუ), მატვეი იგონენი (ფლორა), კარლ იაკობ ჰეინი (ლონდონის არსენალი, ინგლისი).
მცველები
ტაიო ტენისტე (ბრანი, ნორვეგია), კაროლ მეცი (ალ-უტიფაკი, საუდის არაბეთი), ნიკიტა ბარანოვი (კარმიოტისი, კვიპროსი), არტურ პიკი (კუოპიო), იონას ტამი (დესნა, უკრაინა), მარტინ კუსკი (ფლორა), მაიკლ ლილანდერი (ფლორა), ჰენრიკ პურგი (ფლორა), ანრი იარველაიდე (ვენდსისელი, დანია)
ნახევარმცველები
კონსტანტინე ვასილიევი (ფლორა), სერგეი ზენიოვი (ყარაღანდას შახტიორი, ყაზახეთი), რაუნო საპინენი (ფლორა), ფრანკ ლივაკი (ფლორა), პაველ მარინი (ვილიანდი), მიხალ აინსალუ (ლვოვი, უკრაინა), მარტინ მილერი (ფლორა), ვლადისლავ კრეიდა (ფლორა).
თავდამსხმელები
ერიკ სორგა (დი სი იუნაიტეი, აშშ), ვლასიი სინიავსკი (ფლორა), გეორგი ტუნიოვი (სპალი, იტალია), მარკ ანდერს ლეპიკი (ფლორა), ედგარ ტური (პაიდე), მარკუს სოომეტსი (ფლორა)