ესტონეთის პრეზიდენტი - საქართველოში ახალი პრეზიდენტია და პუტინთან განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი გაყინულ კონფლიქტებთან დაკავშირებით
ესტონეთის პრეზიდენტი - საქართველოში ახალი პრეზიდენტია და პუტინთან განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი გაყინულ კონფლიქტებთან დაკავშირებით

საქართველოში ახალი პრეზიდენტია და პუტინთან განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი გაყინულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, – ამის შესხებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ რუსულ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ესტონეთი ევროკავშირის წევრია და სრულად უჭერს მხარს სანქციების ევროპულ მექანიმზსა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა განიხილეს საქართველოსთან მიმართებით, სადაც „კონფლიქტი, როგორც ჩანს, დიდი ხანია, გაყინულია“, ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „სწორედ ეს განვიხილეთ. საქართველოში ახლა ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. უკრაინაშიც არჩევნებია, ამავდროულად, მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირია და ამის შესახებ აუცილებელია საუბარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუ როგორ მივედით აქამდე. არ ველოდებოდი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსამდე მივიდოდით, პატივისცემის მიუხედავად, საკუთარ აზრზე დავრჩი, ისევე, როგორც ჩემი თანამოსაუბრე“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.