ესტონეთი-საქართველოს შემადგენლობები ცნობილია - ერთა ლიგა პირველ არხზე
20:00 საათზე, ტალინის სტადიონ „ლე კოკ არენაზე“ ერთა ლიგის ახალი გათამაშების C2 ჯგუფში ესტონეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩი დაიწყება.
ცნობილი გახდა გუნდების სასტარტო შემადგენლობები:
ესტონეთი: ჰეინე – ტენისტე, მეეტსი, ტამი, იარველაიდი – ოიამაა, ტუნიოვი, ვასილიევი, კრეიდა, კაიატი – ზენიოვი
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა – ოქრიაშვილი, კვეკვესკირი, კანკავა, ჯიღაური – კვარაცხელია, კაჭარავა, ჩაკვეტაძე
მთავარი არბიტრი: დონატას რუმშასი (ლიეტუვა)
ესტონელთა კარში სადებიუტო შეხვედრას ატარებს ლონდონის „არსენალის“ 18 წლის მეკარე კარლ იაკობ ჰეინი და იტალიური „სპალის“ თავდამსხმელი გეორგი ტუნიოვი. საქართველოს ნაკრებს კი გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა.