ესტონელთა მწვრთნელი - საქართველომ გვაჯობა, მათ შორის ინდივიდუალური თვისებებითაც
ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კაარელ ვოოლაიდმა საქართველოსთან ერთა ლიგის პირველი შეხვედრის წაგების (0:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მარცხის მიზეზებზე ლაპარაკისას მეტოქის უპირატესობა აღიარა.
„პირველი ტაიმი რთული აღმოჩნდა, რადგან კარგ და სასურველ ტემპში ვერ ვითამაშეთ, ერთმანეთს ვერ უგებდნენ და ორი-სამი გადაცემის შემდეგ ბურთს ვკარგავდით. იყო მომენტები, როდესაც საქართველოს ნაკრების ბურთის ელემენტარულად გათამაშების საშუალებას არ გვაძლევდა. ჩვენც ელემენტარულად არაზუსტი გადაცემები გვქონდა. დღეს კოსტაი ავსილიევიც რამდენჯერმე შეცდა, როდესაც ის პასების სიზუსტით ყოველთვის გამორჩეული და და სამაგალითო იყო. მეორე ტაიმში მეტოქე დაცვიდან გვეთამაშა და ჩვენ უფრო თამამად შევუტიეთ. მაგრამ კართან გამწვავება ვერ მოვახერხეთ. გატანა მხოლოდ ანრი იარველადს შეეძლო და მაგრამ ვერ ისარგებლა“, – ამბობს კაარელ ვოოლაიდი.
ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ასევე აღიარა, რომ მისი გუნდის მოთამაშეებმა საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური თვისებებითაც აჯობეს: „ჩვენ გვქონდა ეპიზოდური მომენტები, როდესაც მეტოქის შემოტყუებას ვცდილობდით და ამის ხარჯზე გვსურდა მეტოქის დამარცხება. მაგრამ არცერთი ქართველი მარტო ბრძოლაში არ შემოდიოდა. ამას გარდა, შეკრებაზე გვქონდა ეპიზოდების რეპეტიციები, მაგრამ არავის ჰქონდა განწყობა, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე აეღო და თამაში გაემწვავებინა. ამავე დროს, საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური თვისებებითაც გვაჯობეს. მეტოქეს ტექნიკურად უკეთესი მოთამაშეები ჰყავდა და ერთი-ერთზე ქართველების ჯობნა ვერავინ შეძლო“.
ვოოლაიდის ხელმძღვანელობით გუნდმა ცხრა თამაში არ მოუგია: „ეს სერია 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ სერიაში არ მონაწილეობდნენ, რაც ესტონეთის ნაკრების შესაძლებლობებზე უარყოფით გავლენას ახდენს და გოლი ვერ გაგვაქვს. მაგრამ არც ის მგონია, რომ ისეთი პოტენციალის გუნდი გვყავდეს, რომ ლაღი ფეხბურთი ვაჩვენოთ“.