ესტონელებთან მატჩი ჩაიშალა - ქუთაისის „ტორპედო“ დანიურ გუნდს შეხვდება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებას განაგრძობს, მაგრამ გია ცეცაძე იძულებული გახდა, გეგმები შეეცვალა.
„ტორპედოს“ ხელმძღვანელებმა 10 თებერვალს მატჩი დაგეგმა ესტონურ „ლევადიასთან“, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი თამაშობს. მაგრამ ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მატჩი ჩაიშალა – მიზეზი პანდემიით გამოწვეული პრობლემებია, რის გამოც ესტონური გუნდი შეხვედრას ვეღარ ატარებს.
გამომდინარე აქედან, ქუთაისის „ტორპედო“ იძულებული გახდა სხვა მეტოქე ადგილზე მოეძებნა, დღე და სათამაშო ციკლი რომ არ ჩაეგდო და საბოლოოდ, სპარინგ-მატჩზე დანიურ „ოდენსეს“ შეუთანხმდა. შეხვედრა 14:00 არის ჩანიშნული, პირდაპირ ეთერს კი „ტორპედოს“ Youtube-არხი გეგმავს.
თურქულ შეკრებაზე ქუთაისელებმა უკვე ორი მატჩი გამართეს. პირველ შეკრებაზე გუნდი მონტენეგროს წარმომადგენელს, პლევლიას „რუდარს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა, ხოლო მეორე ამხანაგურ შეხვედრაში გაიმართება სერბეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანი, კრუშევაცის „ნაპრედაკი“ ლევან მჭედლიძის, გიორგი არაბიძის (2 გოლი) და აკაკი შულაიას გოლებით 4:1 დაამარცხა.