ესტერ ლედეცკამ ჩეხეთის უმაღლესი ჯილდო მიიღო
ესტერ ლედეცკამ ჩეხეთის უმაღლესი ჯილდო მიიღო

ჩეხი სამთომოთხილამურე და სნოუბორდისტი ესტერ ლედეცკა ჩეხეთის უმაღლესი სპორტული ჯილდოს მფლობელი გახდა, კერძოდ, დაიმსახურა ირჟი სტანისლავ გუტ-იარკოვსკის პრემია. გუტ-იარკოვსკი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ, – წერს ვებგვერდი „ინსაიდ ზე გეიმს“ (Inside the Games).

ლედეცკა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პიონჩანგში უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. მან ჯერ მოიგო ოქროს მედალი სამთო-თხილამურებში (სუპერგიგანტი), შემდეგ კი სნოუბორდში, როცა ყველას აჯობა პარალელურ გიგანტურ სლალომში. ამით ის გახდა მესამე სპორტსმენი ისტორიაში, ვინც ერთ ოლიმპიადაზე სპორტის ორ სხვადასხვა სახეობაში მოიპოვა ჩემპიონობა. მანამდე ეს შეძლეს ნორვეგიელმა ტორლეიფ ჰაუგმა 1924 წელს და მისმა თანამემამულემ იოჰან გროტუმსბრატენმა ოთხი წლის შემდეგ. ორივე ოქროებს იგებდა სათხილამურო რბოლასა და ორჭიდში.

ლედეცკას გარდა, ირჟი სტანისლავ გუტ-იარკოვსკის 2018 წლის პრემიაზე პრეტენდენტები იყვნენ: ბიატლონისტები მიხალ კრჩმარი და ვერონიკა ვიტკოვა, ციგურებით მორბენლები მარტინა საბლიკოვა და კაროლინა ერბანოვა, სნოუბორდისტი ევა ზამკოვა, ჰოკეისტი დავიდ პასტრნაკი, ჩოგბურთელი პეტრა კვიტოვა, მძლეოსანი (მარათონელი) ევა ვრაბცოვა-ნივლტოვა და მსოფლიოს ჩემპიონი აერობატიკაში მარტინ შონკა.