მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი შეიძლება ესტებან კამბიასო გახდეს, – იტყობინება იტალიური პრესა. არგენტინელი ამ პოსტზე ლუჩანო სპალეტის შეცვლის.
როგორც „ლა გაძეტა დე ლო სპორტი“ (La Gazzetta dello Sport) წერს, სპალეტის ბედი დამოკიდებულია სერია A-ს შემდეგი ტურის მატჩზე, რომელშიც „ინტერი“ „პარმას“ შეხვდება. უფრო ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ „ინტერის“ მწვრთნელობის შანსი აქვს ანტონიო კონტეს, თუმცა, მან სეზონის შუაში გუნდის სათავეში მისვლა არ მოისურვა.
„ინტერმა“ ზედიზედ ორი მატჩი წააგო იტალიის ჩემპიონატში, აგრეთვე, შუა კვირას იტალიის თასის მეოთხედფინალიდან გამოვარდა. გუნდს 22 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.
38 წლის კამბიასო „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელია. ამჟამად ის კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ხოსე პეკერმანის ასისტენტად მუშაობს.