ESPN-ის შეფასებით, როდრი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT
ESPN-ის შეფასებით, როდრი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT

2024-25 წლების სეზონის წინ ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა შეადგინა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგი.

კლასიფიკაციის შედგენისთვის ESPN-მა გამოიყენა მოდელი, რომელიც აფასებს ფეხბურთელის ინდივიდუალურ გამოსვლას და მის გავლენას გუნდზე. ასევე ითვალისწინებს სატრანსფერო ღირებულებას ვებგვერდ Transfermarkt-ის მონაცემებით.

პირველი 20 ადგილი სიაში ასეა გადანაწილებული:

  1. როდრი (28), ნახევარმცველი, მანჩესტერ სიტი
  2. ერლინგ ჰალანდი (24), ფორვარდი, მანჩესტერ სიტი
  3. მარტინ ედეგორი (25), ნახევარმცველი, არსენალი
  4. ფილ ფოდენი (24), ნახევარმცველი, მანჩესტერ სიტი
  5. მოჰამედ სალაჰი (32), გარემარბი, ლივერპული
  6. ბუკაიო საკა (22), გარემარბი, არსენალი
  7. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (25), მცველი, ლივერპული
  8. კევინ დე ბრუინი (33), ნახევარმცველი, მანჩესტერ სიტი
  9. ვირჯილ ვან დეიკი (33), მცველი, ლივერპული
  10. ვილიამ სალიბა (23), მცველი, არსენალი
  11. დეკლან რიასი (25), ნახევარმცველი, არსენალი
  12. ბრუნო გიმარაეში (26), ნახევარმცველი, ნიუკასლი
  13. ბრუნო ფერნანდეში (29), ნახევარმცველი, მანჩესტერ იუნ
  14. კოულ პალმერი (22), ნახევარმცველი, ჩელსი
  15. რუბენ დიაში (27), მცველი, მანჩესტერ სიტი
  16. ბერნარდო სილვა (29), ნახევარმცველი, მანჩესტერ სიტი
  17. გაბრიელ მარტინელი (23), გარემარბი, არსენალი
  18. გაბრიელ მაგალიაეში (26), მცველი, არსენალი
  19. ბენ უაიტი (26), მცველი, არსენალი
  20. ალისონი (31 წლის), მეკარე, ლივერპული