ESPN - „ბარსელონა“ ნეიმარისა და ლაუტაროს შესაძენად არტურს ტრანსფერზე დააყენებს
ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ ტრანსფერზე დააყენებს ნახევარმცველ არტურს, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი კლუბში დარჩენის სურვილს გამოხატავს.
ESPN-ის ინფორმაციით, კატალონიელები 23 წლის ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებენ. ცოტა ხნის წინ, მის მიმართ დაინტერესება „ტოტენჰემმა“ და „იუვენტუსმა“ გამოთქვეს. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ტრანსფერისგან მიღებული ფული „ბარსას“ ნეიმარის ან ლაუტარო მარტინესის შესაძენი თანხის შესაგროვებლად დაეხმარება.
ადრე დაიწერა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კატალონიელებმა, შესაძლოა, გუნდში დიდი წმენდა მოაწყონ. ხელშეუხებელი მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება: ლიონელ მესი, ფრენკი დე იონგი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.