ევროპის ლიგის ფინალში მადრიდის “ატლეტიკომ” 3:0 მოუგო “მარსელს”. ამ მატჩის შემდეგ, ესპანურ კლუბებს ბოლო 13 ევროპული საკლუბო ტურნირიდან 12 აქვთ მოგებული. აქ მხედველობაში მიიღება ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.
მხოლოდ 2016-17 წლების სეზონში გაიმარჯვა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროპის ლიგაზე, როდესაც გადამწყვეტ მატჩში “აიაქსი” დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “რეალი” “ლივერპულს” შეხვდება.