ესპანური პრესა - "რეალის" ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუს აუმხედრდნენ
ესპანური პრესა - "რეალის" ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუს აუმხედრდნენ

მადრიდის “რეალის” რიგებში ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მწიფდება, – იტყობინება გამოცემა Diario Gol. როგორც ირკვევა, ესპანეთის ჩემპიონის მოთამაშეები კლუბის ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამოდიან.

პირველმა, ვინც პორტუგალიელის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, შემტევი ნახევარმცველი ისკო გახდა. მოგვიანებით, მას მხარი დაუჭირეს სერხიო რამოსმა, მარკო ასენსიომ, დანი სებალიოსმა და ლუკას ვასკესმა.

აღნიშნავენ, რომ ჩამოთვლილი მოთამაშეები დაიღალნენ “ოქროს ბურთის” მფლობელის ეგოიზმით, რაც ხელს უშლის “რეალში” მაღალი დონის ფეხბურთელების მიწვევას.