“რეალი მადრიდი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ხმაურიანი გარიგების განხორციელებას აპირებს. კერძოდ, “მილანიდან” შეიძენს ცენტრალურ მცველს ლეონარდო ბონუჩის.
როგორც OKDiario ამტკიცებს, მილანური კლუბი თავად შეეცდება დაარწმუნოს 30 წლის იტალიელი, მიიღოს მადრიდელთა წინადადება, რათა კლუბს არ ჰქონდეს ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებით პრობლემები.
ტრანსფერის თანხა დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც “მილანმა” წლევანდელ ზაფხულს “იუვენტუსს” გადაუხადა.
ამ სეზონში ბონუჩიმ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.