ესპანური პრესა - „რეალი“ და „ბარსელონა“ მომავალი სეზონისთვის ხელფასებს 30 პროცენტით შეამცირებენ
ესპანური პრესა - „რეალი“ და „ბარსელონა“ მომავალი სეზონისთვის ხელფასებს 30 პროცენტით შეამცირებენ

მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ იწყებენ ზრუნვას თავიანთი ფინანსური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

როგორც გაზეთი „ას“ (AS) იტყობინება, ორივე კლუბი აპირებს სახელფასო ბიუჯეტის 30 პროცენტით შემცირებას. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მომავალი სეზონის დაწყების წინ მიიღონ.

ესპანეთის ჩემპიონატი შეჩერებულია კორონავირუსის პანდემიის გამო. ამ პაუზის პერიოდში, „ბარსელონას“ ფეხბურთელთა ხელფასები 70 პროცენტით შემცირდა, „რეალში“ – 10-20 პროცენტით.

„ლა ლიგაში“ სეზონის განახლება ივნისში იგეგმება.