„ბარსელონა“ განიხილავს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარის დაბრუნების სხვადასხვა ვარიანტს.
როგორც ინტერნეტ-გამოცემა sport.es იტყობინება, პარიზელები ბრაზილიელში ითხოვენ მინიმუმ 300 მილიონ ევროს, მაგრამ კატალონელებს არ შეუძლიათ ასეთი თანხის გადახდა. წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ მზად არის, გადაიხადოს 100 მილიონი ევრო. გარდა ამისა, მისცეს „პარი სენ-ჟერმენს“ ფილიპე კოუტინიო. ასეთი სქემით ფრანგებს კოუტინიოსთან ერთად უსმან დემბელეს გადაბირებაც სურთ. მაგრამ ამის გამო, შესაძლოა, წარმოიშვას ფინანსური ფეარ პლეის პრობლემები. ამ საკითხის მოგვარება შეუძლია სქემას კოუტინიოს გაფორმებითა და დემბელეს იჯარით.