ესპანური პრესა: მუნდიალის შემდეგ ზიდანი საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობის ვარიანტს განიხილავს. როგორც ესპანური გამოცემა ‘ელ კონფიდენსიალი’ (El Confidencial) წერს, სპეციალისტმა იცის საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ინტერესის შესახებ.
45 წლის ფრანგი მწვრთნელი ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ გადავიდეს. ზიდანს მოსწონს “რეალში” მუშაობა, მაგრამ მიაჩნია, რომ მისი სამწვრთნელო კარიერა ამ გუნდში დასასრულს უახლოვდება.
მადრიდის “რეალს”, რომელიც მესამე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში, 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელოდება “ლივერპულის” წინააღმდეგ.