ესპანური პრესა - "ლივერპულმა" და "ბარსელონამ" კოუტინიოს ტრანსფერი შეათანხმეს
“ბარსელონამ” და “ლივერპულმა” მოილაპარაკეს ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე, – ირწმუნება Sport.es. ინგლისური კლუბი დათანხმდა 120 მილიონ ევროდ შეელიოს ბრაზილიელს. კოუტინიო “ბარსასთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გარდა ამისა, კატალონელებმა, შესაძლოა, ბონუსების სახით კიდევ 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამ მხრივ, გუნდებს ჯერ კიდევ შესათანხმებელი აქვთ დეტალები.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, “ბარსელონას” ტექნიკურმა სპონსორმა Nike-მა თავის ვებგვერდზე დაწერა, რომ ფანებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ “ბარსელონას” მაისურები კოუტინიოს გვარით. მოგვიანებით, ეს განცხადება წაშალეს, “ლივერპულმა” კი კომპანიისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.