ესპანური პრესა - კეილორ ნავასმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკებები განაახლა
კეილორ ნავასის გადაწყვეტილება „რეალ მადრიდიდან“ წასვლის შესახებ მტკიცეა და აზრს მას ვერაფერი შეაცვლევინებს, იტყობინება ესპანური გამოცემა „მარკა“ (Marca). ყველაზე დიდი ალბათობით, კოსტარიკელი მეკარე ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავა და, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოლაპარაკებები მალე დასრულდება.
ტომას ტუხელის გუნდი უკვე რამდენიმე თვეა, რაც ალფონს არეოლას მეწყვილეს ეძებს და გერმანელი მწვრთნელის თქმით, მას სწორედ ნავასის მსგავსი გამოცდილი გოლკიპერი ესაჭიროება.
აღსანიშნავია, რომ პარიზულ კლუბსა და კეილორს შორის მოლაპარაკებები გასული სეზონის დასრულებისთანავე დაიწყო, მაგრამ შეჩერდა მას შემდეგ, რაც მადრიდელებმა მეკარის გაშვებისთვის კომპენსაციის სახით 20 მილიონი ევრო მოითხოვეს და ამას მოგვიანებით „პარი სენ-ჟერმენის“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობიდან ანტერო ენრიკეს წასვლაც დაემატა.
ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები მოპალარაბებების მაგიდას დაუბრუნდნენ და კოსტარიკელ მეკარესთან შეთანხმებას მალე მიაღწევენ.