ესპანური პრესა - კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, მესი "ბარსელონას" დატოვებს
წამყვან ესპანურ გაზეთებში AS-სა და Marca-ში დაიწერა იმ უჩვეულო პუნქტის შესახებ, რომელიც “ბარსელონას” ფორვარდის, ლიონელ მესის კონტრაქტშია გაწერილი.
როგორც ირკვევა, არგენტინელს შეუძლია უფასოდ დატოვოს კლუბი, თუ კატალონია ესპანეთს გამოეყოფა, ხოლო “ბარსელონა” არ ითამაშებს ხუთი მთავარი ევროპული ლიგიდან ერთ-ერთში.
ეს პუნქტი კონტრაქტში იმ დროს შეიტანეს, როცა კატალონიაში აქტიური პოლიტიკური მოძრაობა იყო რეგიონის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ მესიმ 2021 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი კატალონურ კლუბთან.