პოპულარულმა ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ (Marca) ნიკოლოზ ბასილაშვილსა და რაფაელ ნადალს შორის გუშინდელი მატჩი ფართოდ გააშუქა, მოგვიანებით კი ქართველის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„რაფა ნადალმა მეოთხედფინალს მიაღწია.
დღეს ვერ ვიხილეთ მისი საუკეთესო თამაში, თუმცა მან მაინც გაუძლო მეტოქეს, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა.
შესაძლოა, ესპანელი თავად დაეხმარა მოწინააღმდეგეს, როდესაც მესამე სეტში ზეწოლა შეასუსტა და საკუთარი დონე დააგდო, მაგრამ ამის შემდეგ აშკარად აკონტროლებდა ქართველს, რომელმაც ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, გამოიჩინა სიზუსტე, პოტენცია და იქცა ნამდვილ კოშმარად ნებისმიერი მეტოქისთვის: საკუთარ თავში დარწმუნებულ და შემტევ მეტოქედ, რომელიც უკან არასდროს იხევს“, – ნათქვამია მატჩის მიმოხილვაში.