ესპანური პრესა - „ბარსელონას“ ფეხბურთელები გრიზმანის ტრანსფერს ეწინააღმდეგებიან
ფრანგი ფორვარდის, ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა შესაძლოა, ჩაიშალოს.
ესპანური გამოცემა „სპორტის“ ინფორმაციით, გრიზმანის ტრანსფერის წინააღმდეგ გამოვიდნენ კატალონური კლუბის ფეხბურთელები.
„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ტელეფონზე დაურეკა ფრანგს „ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებით. ესპანეთის ჩემპიონის მოთამაშეებს მიაჩნიათ, რომ გრიზმანი ის შევსება არ არის, რომელიც გუნდს სჭირდება.
ცოტა ხნის წინ, 28 წლის გრიზმანმა ოფიციალურად გამოაცხადა „ატლეტიკოდან“ წასვლის შესახებ. ფორვარდზე ასევე პრეტენზიას აცხადებს „პარი სენ-ჟერმენი“.
გრიზმანმა „ატლეტიკოში“ ხუთი წელი გაატარა და ამ გუნდთან ერთად მოიგო ესპანეთის სუპერთასი, ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.